გიორგი გახარია - არსად წასვლას არ ვაპირებ, მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ, მალე შევხვდებით
არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ წავკისში, საკუთარ სახლთან ჟურნალისტებს განუცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მის შესახებ სხვადასხვა ჭორი დადიოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სხვადასხვა ჭორი დადიოდა, არსად წასვლას არ ვაპირებ. უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან წავალ. რეალურად, გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას და საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის, დღეს რისი თქმაც მინდოდა მეთქვა. დროებით, მალე შევხვდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.