საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ არმენ სარქისიანს შეხვდა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
საუბრისას აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულმა ურთიერთობებმა მაღალი დონის შეხვედრების ფონზე განსაკუთრებით დადებითი დინამიკა შეიძინა.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სომხეთში ვიზიტის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების მიმდინარეობა. გიორგი გახარიამ და არმენ სარქისიანმა გამოთქვეს მზაობა, მომავალშიც განაგრძონ ორი სახელმწიფოს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.