გიორგი გახარია - არჩევნების თარიღის შეცვლა ან რაიმე სახით საარჩევნო პროცესზე ცვლილებები დღის წესრიგში არ დგას
არჩევნების თარიღის შეცვლა ან რაიმე სახით საარჩევნო პროცესზე ცვლილებები დღის წესრიგში არ დგას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ასევე დღის წესრიგში არ დგას არანაირი შეზღუდვა, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება.
„არჩევნების თარიღის შეცვლა ან რაიმე სახით საარჩევნო პროცესზე ცვლილებები დღის წესრიგში არ დგას, კატეგორიულად არ დგას, ისევე როგორც არანაირი შეზღუდვა, რომელსაც პირდაპირი ეკონომიკური ზეგავლენა ექნება“, – განაცხადა გახარიამ.
საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.