გიორგი გახარია - არც ერთი კითხვის არ გვეშინია, მზად ვართ, შევიდეთ ყველა სახის დისკუსიაში
არც ერთი კითხვის არ გვეშინია, მზად ვართ, შევიდეთ ყველა სახის დისკუსიაში, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, რა პერიოდულობით აპირებს საქართველოს პარლამენტის წინაშე გამოსვლას და დეპუტატების კითხვებზე პასუხის გაცემას.
„ვაპირებდი და დაგეგმილი გვქონდა ექვსი თვის თავზე, ექვს თვეში ერთხელ მოსვლა რეფორმების განსახილველად. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, არ გვეშინია არც ერთ კითხვის, მზად ვართ, შევიდეთ ყველა სახის დისკუსიაში იმისთვის, რომ კითხვებს, რომლებიც უწყების წინაშე არსებობს, ლეგიტიმურად და დამაჯერებლად გავცეთ პასუხები. თუ საჭირო იქნება, პარლამენტში გამოვცხადდებით“, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს პარლამენტის წინაშე წარდგა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა.