გიორგი გახარია - არავინ თქვას, რომ არჩევნების გადადების შემთხვევაში, შევინარჩუნებდით იმ ციფრებს, რაც აგვისტოში გვქონდა
არავინ თქვას, რომ არჩევნების გადადების შემთხვევაში, შევინარჩუნებდით იმ ციფრებს, რაც აგვისტოში გვქონდა, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტების კითხვას, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, არჩევნები ხომ არ უნდა გადადებულიყო.
გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნები რომ არ უნდა გადადებულიყო, ამას მოწმობს საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის რაოდენობა.
„არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა იმ რაოდენობის ადამიანებით, რომლებიც მივიდნენ და ხმა მისცეს ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას. არავინ არ თქვას, რომ არჩევნები რომ არ ყოფილიყო, ჩვენ შევინარჩუნებით იმ ციფრებს, რაც გვქონდა აგვისტოში. ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებ, მეორე ტალღა იყო ის მოვლენა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით ივნისშიც, ივლისშიც და აგვისტოშიც და ამისთვის ვემზადებოდით, უბრალოდ ორი მდგენელის ნაცვლად, სამი მდგენელი რომ გაგვიჩნდა, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო მეტ კომპრომისზე მოგვიწია წასვლა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, სექტემბრის თვეში, ეპიდემიასა და ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად, პროცესში მესამე მდგენელი – პოლიტიკური კომპონენტიც ჩაერთო.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი