გიორგი გახარია - არასოდეს ვყოფილვარ ვინმეს პროექტი და მით უმეტეს, არც მომავალში ვიქნები
არასოდეს არავის პროექტი არ ვყოფილვარ და მით უმეტეს, არც მომავალში ვიქნები, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
გიორგი გახარიამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ის ბიძინა ივანიშვილის პროექტი.
„არასოდეს არავის პროექტი არ ვყოფილვარ და მით უმეტეს, მომავალში არ ვიქნები არავის პროექტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ „ექსპო ჯორჯიაში“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ სადამფუძნებლო კონფერენცია გაიმართა. პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე, პარტიის თავმჯდომარედ გიორგი გახარია აირჩიეს.