გიორგი გახარია - არანაირი შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით ხმის მიცემის პროცესს არ ექნება, ყველაფერი ჩატარდება დემოკრატიის მაღალი ხარისხის დაცვით
პრობლემა და შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით ხმის მიცემის პროცესს არ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი შემუშავებულია, შეთანხმებულია როგორც ცესკო-სთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან, საერთაშორისო პარტნიორებთნ.
„არანაირი პრობლემა და შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით ხმის მიცემის პროცესს არ ექნება ჩატარდება ყველაფერი რა თქმა უნდა, თარიღებში და დემოკრატიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.