გიორგი გახარია - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გადალახავენ, თუ ვერ გადალახავენ 43 პროცენტს, მაინც იქნება რიგგარეშე არჩევნები, რადგან ამას განსაზღვრავს მოქალაქეების მოლოდინები და არა ვიღაცის სურვილი
გიორგი გახარია - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გადალახავენ, თუ ვერ გადალახავენ 43 პროცენტს, მაინც იქნება რიგგარეშე არჩევნები, რადგან ამას განსაზღვრავს მოქალაქეების მოლოდინები და არა ვიღაცის სურვილი

მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, არასდროს მითქვამს და ყოველთვის ვამბობდი, რომ რიგგარეშე არჩევნები დამოკიდებულია ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე და არა იმაზე, ვინ რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ან რა ხელმოწერაზე თქვა უარი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, რაც უფრო მეტს ისაუბრებს ხელისუფლება და დაარწმუნებს მოქალაქეებს, რომ რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება, გახარიას განცხადებით, უფრო სწრაფად დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები.

ამასთან, როგორც გახარიამ აღნიშნა, რიგგარეშე არჩევნებს განსაზღვრავს პოლიტიკური პროცესის ლოგიკა, რომელიც, მისი თქმით, იმაში მდგომარეობს, რომ მთავრობას არ აქვს საკმარისი ლეგიტიმაცია, უპასუხოს ქვეყნის წინაშე არსებულ ელემენტარულ გამოწვევებს.

„მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, არასდროს მითქვამს და ყოველთვის ვამბობდი, რომ რიგგარეშე არჩევნები დამოკიდებულია ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე და არა იმაზე, ვინ რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ან ამ ხელმოწერაზე თქვა უარი. რა თქმა უნდა, ხელმოწერა ხელისუფლების პოლიტიკური და იურიდიული აქტია, ისევე, როგორც ამ ხელმოწერის გაუქმებაც, ასევე პასუხისმგებლობისგან გაქცევა, შიში და პოლიტიკური აქტია, მაგრამ დღეს რომ დაეწყვნენ რიგში და ამბობენ, 2024 წლამდე რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, ამასაც შიში ალაპარაკებთ. რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ და დაარწმუნებენ ჩვენ მოქალაქეებს, რომ რიგგარეშე არჩევნები 2024 წლამდე არ იქნება, უფრო სწრაფად იქნება რიგგარეშე არჩევნები, მერწმუნეთ. იმიტომ, რომ რიგგარეშე არჩევნებს განსაზღვრავს პოლიტიკური პროცესის ლოგიკა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მთავრობას არ აქვს საკმარისი ლეგიტიმაცია, ელემენტარულ გამოწვევებს უპასუხოს, რომელიც ქვეყნის წინაშეა. ქვეყნის წინაშე არის კოვიდი, საზოგადოებრივი წესრიგი ქუჩაში და ა.შ. მე არ ვსაუბრობ მაღალ მატერიებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემა, ეკონომიკური რეფორმები. სახელმწიფო საბაზისო სერვისების მიწოდების ელემენტარული უნარი არ გააჩნია დღევანდელ მთავრობას. ამიტომ იქნება რიგგარეშე არჩევნები და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ რაღაც ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ან ვიღაცა რაღაც 43% მიაღწევს, ან არა.

პირველად რომ გავაკეთე კომენტარი, ვთქვი, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გადალახავენ, თუ ვერ გადალახავენ, მაინც იქნება, რადგან რიგგარეშე არჩევნებს განსაზღვრავს მოქალაქეების მოლოდინები და არა ვიღაცის სურვილი. მით უმეტეს, მათი სურვილი, ვინც გვარწმუნებს, რომ 2024 წლამდე არჩევნები არ იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.