გიორგი გახარია - არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი, ისინი ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი საზრუნავები არიან
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენი საზრუნავები არიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად მოხდა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფ ფუნქციონირებაში გაშვება.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა სერვისების და მომსახურების იმ სტანდარტში, რომელსაც მიიღებს საქართველოს მოქალაქე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და მოქალაქეები ცხინვალის რეგიონიდან და ენგურის მეორე მხრიდან.
„დღეის მონაცემებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან 37 მოქალაქეა გადმოყვანილი. ჩვენ რაღაც ციფრებს უბრალოდ, ასე პირდაპირ არ ვაფიშირებთ, რადგან მოგეხსენებათ, იქ საკმაოდ დიდი სიფრთხილეა საჭირო. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიციაა მკაფიო და პირდაპირი – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ენგურის რომელ მხარეს არის ინფიცირებული ადამიანი. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ჩვენი საზრუნავები არიან. შესაბამისად, ამ მიზნის მისაღწევად მოხდა რუხის საუნივერსიტეტო კლინიკის სწრაფ ფუნქციონირებაში გაშვება, რომლის პროცესი დღესაც არ არის დასრულებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სამინისტრო ამ ამოცანას უახლოეს დღეებში დაასრულებს. ეს არის ჩვენი ვალდებულება, ესენი ჩვენი მოქალაქეები არიან, ესენი საქართველოს მოქალაქეები არიან. არ უნდა იყოს არანაირი სხვაობა სერვისების და მომსახურების იმ სტანდარტში, რომელსაც მიიღებს საქართველოს მოქალაქე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში და მოქალაქეები როგორც ცხინვალის რეგიონიდან, ისე ენგურის მეორე მხრიდან. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.