გიორგი გახარია - არანაირი ლოკდაუნების და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა, განსაკუთრებით გადაადგილებაზე, არ არსებობს, ეს არის ჭორები
გიორგი გახარია - არანაირი ლოკდაუნების და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა, განსაკუთრებით გადაადგილებაზე, არ არსებობს, ეს არის ჭორები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სრული ე.წ. ლოკდაუნი არ იგეგმება. მისივე თქმით, გადაადგილებაზე შეზღუდვა – იქნება ეს ფეხით თუ ავტომობილით- არ დაწესდება, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს უმკლავდება.

„არაფერი არ იცვლება, ჩვენ როგორც განვაცხადეთ, მიყვებით გეგმას. ამ გეგმაში არაფერი არ შეიცვლება. არ იქნება არნაირი სრული ლოკდაუნი, არ იქნება არანაირი სრული შეზღუდვა გადაადგილებაზე ვტომობილებით, თუ ფეხით. ერთადერთი, რაც 24 დეკემბრიდან გაიხხსნა, სავაჭრო ობიექტები, ისინი დაიხურება. სხვა შეზღუდვა ქვეყეანაში არ იქნება. არნაირი შეზღუდვა გადაადგილებაზე ქვეყანაში არ დაწესდება და არანაირი სახის სრული ლოკდაუნი ქვეყანაში არ გამოცხადდება. ამის აუცილებლობა არ არსებობს.

მოგეხსენებათ, ბოლო დაწესებული მიზნობრივი შეზღუდვების შედეგებს ჩვენ დღეს უკვე ვგრძნობთ, რაც მთავარია, ჩვენი ჯანდაცვის სისტემა გრძნობს, რომელიც მდგრადად უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც დღეს არის, ამიტომ, არანაირი ლოკდაუნების და კიდევ უფრო მკაცრი შეზღუდვების აუცილებლობა, განსაკუთრებით გადაადგილებაზე, არ არსებობს და არ იქნება. ეს არის ჭორები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.