გიორგი გახარია - არაფერი მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და ისე, რომ ხელი შეუშალოს ეკონომიკის ზრდას
გიორგი გახარია - არაფერი მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და ისე, რომ ხელი შეუშალოს ეკონომიკის ზრდას

არაფერი მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და ისე, რომ ხელი შეუშალოს ეკონომიკის ზრდას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის ცვლილებები, რომლებზე მსჯელობაც მიმდინარეობს, მხოლოდ პროექტია და მას ოფიციალური სახე არ მიუღია.

„არაფერი მოხდება ბიზნესთან შეუთანხმებლად და არაფერი მოხდება ისეთი, რაც ხელს შეუშლის ეკონომიკის ზრდას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.