გიორგი გახარია - არ ვაპირებთ და არ ვართ მზად, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ
ჩვენ არ ვაპირებთ და არ ვართ მზად იმისთვის, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ბევრი კრიტიკოსი ეყოლება, თუმცა ხელისუფლებისთვის მთავარია მოქალაქის ჯანმრთელობა და ქვეყნის ეკონომიკა.
„თავიდანვე ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, გლობალური პანდემია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენთან ერთად იქნება. უნდა მივეჩვიოთ ამ გამოწვევებთან ერთად ცხოვრებას. იმისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი, რომ არ დავაზიანოთ ეკონომიკა. ჩვენ არ ვაპირებთ და არ ვართ იმისთვის მზად, რომ მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები დავაწესოთ. ყველანი ვართ დაინტერესებული, რომ ის მიღწევა, რომელიც ჩვენ გვაქვს ვირუსის, ეპიდემიოლოგიური, კლინიკური მართვის ნაწილში, უნდა გადავიტანოთ ეკონომიკის განზომილებაში და მოვახდინოთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა. რა თქმა უნდა, ამ ნაბიჯებს ეყოლება უამრავი კრიტიკოსი და უამრავი მაქებარიც. ჩვენთვის მთავარია მოქალაქის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და ეკონომიკა“, – განაცხადა გახარიამ.