გიორგი გახარია აღდგომის დღესასწაულს თეკლათის მონასტერში შეხვდა
გიორგი გახარია აღდგომის დღესასწაულს თეკლათის მონასტერში შეხვდა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აღდგომის დღესასწაულს სენაკში, ზემო თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერში ოჯახთან ერთად შეხვდა.

გიორგი გახარიამ მართლმადიდებელ მრევლს ბრწყინვალე დღესასწაული მონასტრიდან მიულოცა.

გიორგი გახარიამ მრევლთან ერთად მონასტერში საზეიმო ლიტანიობაში მიიღო მონაწილეობა.