გიორგი გახარია აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიცია გერმანულ მხარესთან შეთანხმებულია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პოზიცია გერმანულ მხარესთან შეთანხმებულია.
„გერმანიის მხარემ თქვა, რომ არის გარკვეული ინფორმაცია პროკურატურის გამოძიებიდან გამომდინარე, ვიდრე გერმანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ თავს შევიკავებთ, რომ კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთო. ზუსტად იგივე პოზიცია გვაქვს და ეს პოზიცია ჩვენ შეთანხმებული გვაქვს, რადგან საქართველოს მხარე ამ გამოძიებაში აქტიურად იყო ჩართული თავის პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ზელიმხან ხანგოშვილი გასული წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს. პოლიციამ მომხდარზე 49 წლის რუსეთის მოქალაქე დააკავა.