გიორგი გახარია აცხადებს, რომ გამოძიების დასრულებამდე ტრაგედიის მსხვერპლთა სხვადასხვა ვერსიის გავრცელებისთვის გამოყენება ამორალურია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, გამოძიების დასრულებამდე ტრაგედიის მსხვერპლთა სხვადასხვა ვერსიის გავრცელებისთვის გამოყენება ამორალურია.
„როდესაც გამოძიებისგან საზოგადოებას ინფორმაცია შესაძლოა, არ ჰყოფნის, მედია ამას იყენებს და ტრაგედიის მსხვერპლების, მხარის გამოყენება ხდება გარკვეული ვერსიების განვითარებაში. ეს გამოძიების ნაწილია და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოძიების ნაწილი დასრულებული არ არის, მსგავსი სახის პოზიციონირება არის ამორალური“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.