გიორგი გახარია - 51-ე სკოლასთან მომხდარ მკვლელობაზე ისეთი განაჩენი უნდა დადგეს, რომლის სამართლიანობა ეჭვქვეშ არ იქნება
51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარი მკვლელობის საქმეზე ისეთი განაჩენი უნდა დადგეს, რომლის სამართლიანობას ეჭვქვეშ ვერავინ ვერ დააყენებს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და გამოძიება გარკვეული ექსპერტიზის პროცესს ელოდება.
„მესმის ადვოკატების. ხშირად ისინი მედიაში განცხადებებს თავიანთი სტრატეგიის განსახორციელებლად იყენებენ. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ გამოძიების პროცესი სწორი გზით მიდის. თუ დამატებითი ფაქტორები გამოვლენილი იქნება, რა თქმა უნდა, ყველაფერი გათვალისწინებული იქნება. პროცესი სასამართლოში გადაინაცვლებს და ის შეჯიბრითობის პრინციპი, რომელზეც სასამართლოა დაფუძნებული, ერთმნიშვნელოვნად სწორ შედეგს მოიტანს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საქმეა, რომელზეც ისეთი განაჩენი უნდა დადგეს, რომლის სამართლიანობას ეჭვქვეშ ვერავინ ვერ დააყენებს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მკვლელობა გასული წლის დეკემბერში მოხდა. მკვლელობას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.