გიორგი გახარია - 26 მაისი არის ჩვენი ხვალინდელი დღის ყველაზე დიდი ენერგიის მატარებელი დღე
გიორგი გახარია - 26 მაისი არის ჩვენი ხვალინდელი დღის ყველაზე დიდი ენერგიის მატარებელი დღე

დღეს გვაქვს უმნიშვნელოვანესი დღე, როდესაც ათასობით ქართველის სოცოცხლე შეეწირა. ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღის ყველაზე დიდი ენერგიის მატარებელი დღე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარიამ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და სამხედრო მოსამსახურეს.

მოგეხსენებათ, პირველი რესპუბლიკა იყო უდიდესი მიღწევა არა მხოლოდ საქართველოსთვის და არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთოდ ევროპული პოლიტიკური რეალობისთვის. მაშინ ეს სოციალ-დემოკრატიული მთავრობა იყო პირველი. ეს იყო ის მიღწევები, რომელზეც მაშინ ევროპის ბევრი ქვეყანა ოცნებობდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს და ის მაღალი სტანდარტი, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დააწესეს, ყოველდღიურად უნდა შევმატოთ რამე ახალი. რა თქმა უნდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს თითოეულ სამხედროს ვულოცავ ამ დღეს და დარწმუნებული ვარ, ეს დღე იქნება დამატებითი ენერგიის შემომტანი ყველა ჩვენს შრომაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.