გიორგი გახარია - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს პოლიტიკური უკიდურესობებისგან დაცლილი, შინაარსობრივად სავსე არჩევნები
ჩვენი ძირითადი ამოცანა ახლა იქნება სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ღირსეული სამუშაო ადგილები და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, პანდემიის დროსაც, მანამდეც და შემდგომაც ადამიანი იქნება ამ პროგრამის ცენტრში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.
კითხვაზე, როგორც აპირებს „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის წარმართვას, გიორგი გახარიამ განაცხდა, რომ მშვიდად, ეფექტიანად და სამართლიანად.
„წყნარად, მშვიდად, ეფექტიანად და რაც მთავარია, სამართლიანად, რათა ლოგიკური და გონივრული გამარჯვება მოიპოვოს „ქართული ოცნების“ გუნდმა. ამაში ყველანი დარწმუნებული ვართ და რაც მთავარია, ეს უნდა იყოს საერთოდ ყველას გამარჯვება. ეს უნდა იყოს პოლიტიკური უკიდურესობებისგან დაცლილი არჩევნები. უნდა იყოს შინაარსობრივად სავსე არჩევნები. ჩვენ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, რომ ყოველდღიური შრომისა და მუშაობის გამოწვევები, მოგეხსენებათ, უამრავია. ჩვენი ძირითადი ამოცანა ახლა იქნება სწრაფი ეკონომიკური აღდგენა, ღირსეული სამუშაო ადგილები და რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, პანდემიის დროსაც, მანამდეც და შემდგომაც ადამიანი იქნება ამ პროგრამის ცენტრში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.