გიორგი გახარია - საქართველოში გამოხატვის თავისუფლება გარანტირებულია, ყველაფერი წესების დაცვით თუ ჩატარდება, ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმას არავინ იფიქრებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში გამოხატვის თვისუფლება სრულად დაცულია.
„განსაკუთრებით, როგორც ბრძანეთ, წესების დაცვით თუ იქნება ეს ყველაფერი, არავის არ მოუვა თავში ექსტრემალური ნაბიჯების გადადგმა. რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში არის გარანტირებული“,- განაცხადა გახარიამ.