გიორგი გახარია - მზად ვართ, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, სრულად დავეხმაროთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს
გიორგი გახარია - მზად ვართ, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, სრულად დავეხმაროთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის, დაეხმაროს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს, რათა მიეცეთ საშუალება, გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევას.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა შეზღუდულია, რომ ზუსტად იგივე დახმარება გაუწიოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებს.

„რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ჩვენ შეზღუდული ვართ, საკუთარ მოქალაქეებს შესაბამისი და ზუსტად იგივე დახმარება გავუწიოთ, როგორც საქართველოს სხვა მოქალაქეებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ იქ, სადაც ამის შესაძლებლობა გვექნება, სრულად დავეხმარებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რათა მივცეთ მათაც საშუალება, გაუმკლავდნენ ამ გლობალურ გამოწვევას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.