გიორგი გაჩეჩილაძემ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა - შევარდნაძის ჯერ კიდევ არჩამოყალიბებული არმია წელიწადზე მეტი ეომა რუსეთს, თქვენ 2008 წელს ორ დღეში მოცოცხეთ იქიდან
გიორგი გაჩეჩილაძემ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა - შევარდნაძის ჯერ კიდევ არჩამოყალიბებული არმია წელიწადზე მეტი ეომა რუსეთს, თქვენ 2008 წელს ორ დღეში მოცოცხეთ იქიდან

შევარდნაძის ჯერ კიდევ არჩამოყალიბებული არმია 90-იან წლების დასაწყისში წელიწადზე მეტი ეომა რუსეთს, თქვენ კი 2008 წელს ორ დღეში მოცოცხეთ იქიდან, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.

მისივე თქმით, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2008 წელს ჯარისკაცები, ოფიცრები, დაჭრილები მიატოვეს.

„აქ ვიღაცამ ოპოზიციიდან შედარება მოიტანა შევარდნაძის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით. ერთი შედარება – შევარდნაძის ჯერ კიდევ არჩამოყალიბებული არმია 90-იანი წლების დასაწყისში წელიწადზე მეტი ეომა რუსეთს და უამრავი ადამიანი, ოფიცერი გმირულად დაიხოცა იქ. თქვენ კი 2008 წელს, ორ დღეში მოცოცხეთ იქიდან, როდესაც ბიუჯეტი გქონდათ მილიარდ-ნახევარი. ამის მერე ის ხალხი, ჯარები, ოფიცრები, დაჭრილები, ყველა სასიკვდილოდ მიატოვეთ იქ და საზღვრებისკენ გაემართეთ ფულმოკიდებულები ზურგზე, რომ გაპარულიყავით ქვეყნიდან. აი, ეს არის შედარება, რომელიც თქვენ გინდოდათ“, – აღნიშნა გიორგი გაჩეჩილაძემ.