გიორგი გაბიტაშვილი - მოქალაქეებსა და მედიასთან ურთიერთობის ღიაობა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩემთვის
გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პროკურატურის მხრიდან მოქალაქეებსა და მედიასთან ურთიერთობის ღიაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მოქალაქეებსა და მედიასთან ურთიერთობის ღიაობა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ჩემთვის. რა თქმა უნდა, გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.
მისი თქმით, უნდა გაგრძელდეს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშების, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებზე ინფორმაციის პროაქტიულად გავრცელების პოლიტიკა.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს, გიორგი გაბიტაშვილს უსმენენ.