გიორგი გაბაშვილი - პოლიცია არაა კეთილგანწყობილი, დამონებულია, არანაირი სენტიმენტები, ჩვენი ძმები ხართ და ეგ ლაპარაკი ტყუილია, ვიდრე საქმით არ დაამტკიცებენ, რომ მონები კი არა, ძმები არიან
გიორგი გაბაშვილი - პოლიცია არაა კეთილგანწყობილი, დამონებულია, არანაირი სენტიმენტები, ჩვენი ძმები ხართ და ეგ ლაპარაკი ტყუილია, ვიდრე საქმით არ დაამტკიცებენ, რომ მონები კი არა, ძმები არიან

პოლიცია არაა კეთილგანწყობილი, დამონებულია, არანაირი სენტიმენტები – ჩვენი ძმები ხართ და ეგ ლაპარაკი ტყუილია, ვიდრე საქმით არ დაამტკიცებენ, რომ მონები კი არა, ძმები არიან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი გაბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გიორგი გაბაშვილი აღნიშნავს, მოლაპარაკებაზე წასვლა შესაძლებელია, მხოლოდ ერთი მიზნით, ვადამდელი, სრულიად პროპორციული არჩევნები, მიშა სააკაშვილის გათავისუფლება.

„არანაირი ფარული გეგმა. სრულიად ღიად გეგმის შესახებ, რა მიმაჩნია სწორად. როცა საარჩევნო გზით ვერ ტეხავ სიტუაციას, მეტი ხარ მაგრამ ვერ ტეხავ, მისყიდვის და ამომრჩევლის დატერორების გამო, უნდა წახვიდე პირდაპირი დემოკრატიის გზით – უნდა იმოქმედოს მოედანმა ( მაიდანი – ნუ გეშინიათ ამ სიტყვის. ბელორუსიზაციას ჯობია)!

მიზანია ხელისუფლებისთვის მართვის სადავეების წართმევა – პარალიზება ქუჩის გზით. სწრაფი და მოკლე გზაა? არა. დისკომფორტს და შუბლი შუბლზე მიბჯენით ბრძოლას გულისხმობს? კი.

მშვიდობიანი პროტესტის 1500 მეტი მეთოდი არსებობს არსენალში და ყველა გამოსაყენებელია. ოპოზიციური საკრებულოები ახდენენ იქ შეკრებების პარალიზებას შიგნით და გარეთ, ხელისუფლების ყველა შეკრებას უქმნი ფიზიკურ დისკომფორტს, პარლამენტის სხდომების ობსტრუქცია, გადაკეტვები ქუჩების, გაფიცვები… ვისწავლოთ ფრანგებისგან, ჩეხებისგან, სომხებოსგან – არ შევიდეთ სახლებში სანამ არ მიხვდებიან, რომ ასე ვერ მართავენ… პოლიცია არაა კეთილგანწყობილი. დამონებულია. არანაირი სენტიმენტები – ჩვენი ძმები ხართ და ეგ ლაპარაკი ტყუილია. სანამ საქმით არ დაამტკიცებენ, რომ მონები კი არა ძმები არიან. ამიტომ ყველა მეთოდი – შენიანის არ გატანება, ჯაჭვები, ტრანსპორტის ბლოკირება… მოლაპარაკებაზე წასვლა მხოლოდ ერთი მიზნით – ვადამდელი, სრულიად პროპორციული არჩევნები, მიშა სააკაშვილის გათავისუფლება. ჩათვალეთ, რომ რუს კომუნისტებს ვებრძვით, ძალადობის გარდა, ყველაფერს ვიყენებთ… პს. არავისზე ნაკლები არ ვართ ქართველები“, – წერს  გაბაშვილი.