გიორგი ენდელაძის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ექვსივე პირს პატიმრობა შეეფარდა
გიორგი ენდელაძის მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ექვსივე პირს პატიმრობა შეეფარდა

გიორგი ენდელაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ექვსივე პირს პატიმრობა შეეფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ენდელაძეს ექვსი პირი შურისძიების მოტივით დაესხა თავს, რის შედეგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 24 ივნისს, თბილისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ.ჟ., ს.ქ., გ.კ., დ.კ., ვ.კ. და დ.ძ. შურისძიების მოტივით, თავს დაესხნენ გ.ე.-ს, რა დროსაც დ.ჟ.-მ, ვ.კ.-მ, დ.კ.-მ და დ.ძ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ.ე.-ს, ხოლო ს.ქ.-მ და გ.კ.-მ ბასრი საგნების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ.ე.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიადგა.

მათვე ინფორმაციით, გამოძიებით ასევე დგინდება, რომ აღნიშნული მძიმე დანაშაული დაფარა გ.ბ.-მ. სამართალდამცველებმა ექვსი პირი 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს“, – აცხადებენ პროკურატურაში.