რუსეთის პრემიერლიგის კლუბმა „ურალმა“ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერა ნახევარმცველ გიორგი ჭანტურიას ტრავმის ხასიათისა და სიმძიმის შესახებ. ქართველ ფეხბურთელს მარცხენა მუხლის წინა ჯვარედინი მყესები აქვს დაზიანებული.
უახლოეს პერიოდში, ჭანტურიას გერმანიაში ოპერაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც, აღდგენითი პროცესი დაახლოებით ექვს თვეს გაგრძელდება. ნახევარმცველმა ტრავმა პირველ აპრილს, რუსეთის ჩემპიონატში “რუბინთან” მატჩში მიიღო.
ამ სეზონში გიორგი ჭანტურიამ 18 მატჩი ჩაატარა რუსეთის პრემიერლიგაში, გაიტანა სამი გოლი და ერთი შედეგიანი პასი შეასრულა.