გიორგი ჩალაძე - ყველას ამოცანა უნდა იყოს სააკაშვილის გადარჩენა და არა იმის ძახილი, რომ, აი, ვანოზე რაღაც თქვა, აი, კეზერაშვილზე რაღაც თქვა, ეს არის უკიდურესი სიმდაბლე
ყველას ამოცანა უნდა იყოს პრეზიდენტის გადარჩენა და არა იმის ძახილი, რომ, აი, ვანოზე რაღაცა თქვა, აი, კეზერაშვილზე რაღაც თქვა, ეს არის უკიდურესი სიმდაბლე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ განაცხადა.
როგორც ჩალაძემ აღნიშნა, ყურადღება უნდა მიექცეს, რა გაზეთში იბეჭდება პრეზიდენტის ინტერვიუები, ეს ნიშნავს საერთაშორისო ყურადღებას, ამ ინტერვიუს მიზანი არის პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და კატასტროფული ვითარების ხაზგასმა.
„როგორც ბატონმა პრეზიდენტმა თქვა, არ არის საჭირო ამ შეფასებაში შესვლა. რაც თქვა, უნდა იყოს ის ნათქვამი. როგორ გგონიათ, ახლა ჩალაძე სააკაშვილის კომენტირებას დაიწყებს? რაც იგულისხმა ადამიანმა, დაწერა ის, არ არის საჭირო ამის ინტერპრეტაცია არავის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ. რატომ დაიბეჭდა კი არა, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა გაზეთში იბეჭდება პრეზიდენტის ინტერვიუები. ეს ნიშნავს საერთაშორისო ყურადღებას და ამ ინტერვიუს მიზანი არის პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და კატასტროფული სიტუაციის ხაზგასმა და არა – ვინმე ადამიანზე რაღაცა ჩირქის მოცხება თუ გამარჯვების დროშებით სირბილი. ჩვენი, ყველასი ერთად, მიზანი უნდა იყოს, ყურადღება მივაქციოთ ამ კრიტიკულ სიტუაციას და მოვძებნოთ გზები, აქედან როგორ გამოვიდეთ. ყველას ამოცანა უნდა იყოს პრეზიდენტის გადარჩენა და არა იმის ძახილი, რომ, აი, ვანოზე რაღაცა თქვა, აი, კეზერაშვილზე რაღაც თქვა, ეს არის უკიდურესი სიმდაბლე“, – განაცხადა ჩალაძემ.