გიორგი ჩალაძე - გაუშვით მიშა, გაძლევთ პირობას, ბიძინას გაყინულ ფულს მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო
გაუშვით მიშა, მე გაძლევთ პირობას, ბიძინას გაყინულ ფულს მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ჩალაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„თუ ფულით ეს ყველაფერი კეთდება, ბიძინა ივანიშვილი რატომ ვერ აქვეყნებს სტატიებს? სად ჩვენ, სად მისი ფული და შესაძლებლობა. გამოვიდა ადვოკატი და იძახის, არ მიქვეყნებენ სტატიებსო. გაუშვით, ბიძია, ეს კაცი, გაუშვით მიშა, მე გაძლევთ პირობას, მაგ ბიძინას გაყინულ ფულს მე ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო. გაუშვით მიშა სააკაშვილი, ნუ შესწირავთ ჩვენი ქვეყნის მომავალს“, – განაცხადა ჩალაძემ.