გიორგი ცაგარეიშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით ყველანაირ სპეკულაციას წერტილი უნდა დაესვას, რომ საქართველოს საფინანსო სისტემას ვინმე სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებს
სახელმწიფო დეპარტამენტის ამ ანგარიშით ყველანაირ სპეკულაციას წერტილი უნდა დაესვას, რომ ვინმე საქართველოს საფინანსო სისტემას სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, გარკვეულწილად, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში პოზიტიურია.
„ამ ეტაპზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ხაზგასმა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტები, პირველ რიგში, საქართველოს ეროვნული ბანკი სრულად მუშაობს იმ რეგულაციებით, რომელიც დადგენილია რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენი საფინანსო სისტემა სრულად გამჭვირვალეა. მგონი, სახელმწიფო დეპარტამენტის ამ ანგარიშით ყველანაირ სპეკულაციას წერტილი უნდა დაესვას, რომ ვინმე საქართველოს საფინანსო სისტემას სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებს, მათ შორის უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ერთი ხელის მოსმით ვინმეს შეუძლია, „შავი ხვრელის“ შექმნა და სანქციებისთვის გვერდის ავლა. ამ სისულელეს არავინ აღარ დაიჯერებს, რადგან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გარკვევით თქვა, რომ საფინანსო სისტემა დადგენილ რეგულაციებს ასრულებს“, – განაცხადა გიორგი ცაგრეიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები კარგია, მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანა რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი.