გიორგი ბოტკოველი - თვალს როდესაც გადაავლებთ მელიას შემოთავაზებას, იქ ერთობისას ვერაფერს დაინახავთ, ნდობის საბჭო თუ ნდობის ჯგუფი, პირიქით, ხელს უშლის ერთობას
არ ვიცი, რა ჰქვია, ნდობის საბჭო თუ ნდობის ჯგუფი, ის, პირიქით, ხელს უშლის ერთობას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა ნიკა მელიას ინიციატივაზე განაცხადა, რომლის თანახმადაც, „პარტიაში უნდა შეიქმნას ნდობის უფლებამოსილი საბჭო, რომელიც გახდება გადაწყვეტილების მიმღები ერთადერთი ორგანო და დაეფუძნება პარიტეტულ საწყისებს“.
ბოტკოველის თქმით, ადამიანი როდესაც თვალს გადაავლებს შემოთავაზებას, რომლის შემოთავაზებაც თითქოს დასწრება იყო, იქ ერთობისას ვერაფერს დაინახავს.
„შეფასებებს ძალიან არ ჩავუღრმავდები. ერთ რამეს ვიტყვი – მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ რასაც სთავაზობენ ყველა იმ ადამიანს, ვინც რაღაცაზე გულდაწყვეტილია, გულნატკენია და ასე შემდეგ, ეს არის ერთობის რეალური პრინციპები, ყველა პრინციპი, რომელიც ჩამოყალიბებულია ამ დასწრების დოკუმენტში, არ ვიცი, რა ჰქვია, ნდობის საბჭო თუ ნდობის ჯგუფი, პირიქით, ხელს უშლის ერთობას და ადამიანები ითხოვენ, გაუქმდეს პარტია და შემდეგ თავიდან ააწყოს ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა. იქნება დოკუმენტი, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გამოქვეყნდება და ყველა ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ერთობაში უნდა იყოს ჩართული, ველოდებით ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.