გიორგი ბოტკოველი - მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის იბრძვის „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი არავის ემიჯნება
გიორგი ბოტკოველი - მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის იბრძვის „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი არავის ემიჯნება

ყოველდღე ხედავთ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობას, მუშაობას ყველა მიმართულებით, ჩვენი მთავარი მიზანი რჩება ერთადერთი რამ: ყველა შესაძლო რესურსით, მათ შორის ადგილზე ბრძოლით, კომუნიკაციით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რეალური სურათის ჩვენებით, რა ხდება ქვეყანაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

ბოტკოველის თქმით, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის იბრძვის „ნაციონალური მოძრაობა“.

„სოფო ჯაფარიძის ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ის, რომ მიხეილ სააკაშვილს აინტერესებს კონკრეტული მოსახლეობის და ადგილზე მოსახლეობიდან წამოსულ თემებზე რეაგირება, ის, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ხალხის აზრი, სოფო ამ პროცესით შეეცდება და გააკეთებს იმას, რომ ჩართული იყოს კომუნიკაციაში მიხეილ სააკაშვილსა და ხალხს შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად. აქ ჩართული ვიქნები მეც, ჩართული იქნება ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ ამ შეხვედრებში, მოსახლეობასთან კომუნიკაციაში. ვფიქრობ, ეს იქნება ნაყოფიერი, ხელშემწყობი და მთავარი ფაქტორი იმისა, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს „რუსული ოცნების“ მმართველობა. ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი იყო, არის და იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი „რუსული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებისთვის. მიხეილ სააკაშვილი არავის ემიჯნება. მიხეილ სააკაშვილი ხელს უწყობს, მხარს უჭერს და უერთდება ყველა იმ ადამიანს, რომლებიც აქტიურობენ იმისთვის, რომ დამარცხდეს რუსული რეჟიმი“, – განაცხადა ბოტკოველმა.

სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელით საარჩევნო კამპანიას იწყებს.