გიორგი ბოტკოველი - ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნით კორუფციული ბუდე არ ჩამოშლილა, ის აქტიურად აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას
კობახიძე იქნება პრემიერ-მინისტრი თუ არ იქნება, ეს ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს იმ ხაზს, სადაც მხოლოდ თვითონ მდიდრდებიან და არაფერს აკეთებენ ხალხისთვის, კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნით კორუფციული ბუდე არ ჩამოშლილა, ის აქტიურად აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
„როგორი კორუფციული მმართველობაც იყო ბიძინა ივანიშვილის პარტიის მმართველობის პირობებში, ასევე გაგრძელდება ახლაც. კობახიძე პრემიერ-მინისტრი იქნება თუ არ იქნება, ის ოლიგარქიული რეჟიმი იმ ხაზს გააგრძელებს, რომ მაქსიმალურად საკუთარი გამდიდრებისთვის იზრუნონ და არაფერი გააკეთონ ხალხისთვის, რომელსაც რეალურად სჭირდება მხარდაჭერა და გვერდში დგომა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული შემოსავალი და იმის საშუალება, რომ ოჯახები არჩინონ, არ გადაიხვეწონ სხვა ქვეყნებში იმისთვის, რომ შეინახონ ოჯახები. ამიტომ კორუფციული ბუდე არ დაშლილა, ეს კორუფციული ბუდე აქტიურად აგრძელებს ქვეყნის დაზიანებას“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.