გიორგი ბოტკოველი - ადამიანებმა დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ოთხი ნომერი იქნებიან თუ 24, რა მნიშვნელობა აქვს, ხალხსაც არ აინტერესებს
ადამიანებმა დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“ და ოთხი ნომერი იქნებიან თუ 24 ნომერი, რა მნიშვნელობა აქვს? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს საკითხი ხალხსაც არ აინტერესებს.
„ეს ჩვენ გვესმის უკვე რამდენი ხანია. ამ ადამიანებს დიდი ხანია, პარტია აქვთ დატოვებული, ახლა ისინი შექმნიან პარტიას თუ არ შექმნიან, თუ რომელიმე პარტიის გარშემო გაერთიანდებიან ან რომელი პარტიული ნიშნით გაერთიანდებიან თუ არ გაერთიანდებიან, ეს ჩემი საქმე ნამდვილად არ არის. ეს მათი საქმეა. ხალხსაც არ აინტერესებს. ხალხს ყველაზე მეტად აინტერესებს, თუ როგორი ხელისუფლება ეყოლება მომავალში, როდესაც დაამარცხებს ივანიშვილის პარტიას, როგორი მზრუნველი ხელისუფლება ეყოლება, რომელიც ამ ხალხის ღირსეულ ცხოვრებაზე იზრუნებს“, – განაცხადა ბოტკოველმა.
ნიკა მელიამ პარტიის შექმნამდე დააანონსა საარჩევნო ნომერი, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიას ეკუთვნის.