გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ 10 აპრილიდან ოპოზიცია რეგიონებში მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს დაიწყებს
გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ 10 აპრილიდან ოპოზიცია რეგიონებში მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს დაიწყებს

10 აპრილიდან ოპოზიცია რეგიონებში მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს დაიწყებს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში რეგიონულ ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა არის მზადების დასაწყისი 15 მაისს დაგეგმილი ფართომასშტაბიანი აქციისთვის, რომელსაც მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

„ჩვენ როგორც ლიდერები, ისე აქტივი მოვედებით მთლიანად საქართველოს და დავარწმუნებთ მოსახლეობას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია 15 მაისი. დარწმუნებული ვარ, ეს დღე იქნება ბევრი გადაწყვეტილების მიმღები, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.