გიორგი ბეჟანიშვილმა „მარტის სიგიჟე“ გამარჯვებით გახსნა [ვიდეო] #1TVSPORT
„მარტის სიგიჟე“ გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოისმა“ ეფექტური გამარჯვებით გახსნა. შეჯიბრების პირველ ეტაპზე მან „დრექსელი“ 78:49 დაამარცხა.
„მარტის სიგიჟე“ – ასე უწოდებენ შეჯიბრებას, რომელშიც ამერიკის კოლეჯების 64 საუკეთესო გუნდი პლეი ოფის სისტემით არკვევს ჩემპიონის ვინაობას.
„დრექსელთან“ გამარჯვებაში ბეჟანიშვილის წვლილი 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება იყო. ყველაზე მეტი გიორგის თანაგუნდელმა კოქბერნმა ჩააგდო – 18.
მეორე ეტაპზე „ილინოისი“ „ლოიოლასა“ და „ჯორჯიას“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.