გიორგი ბეჟანიშვილი - გულითადი მადლობა ილინოისელებს, 2021 წლის დრაფტზე დავდგები #1TVSPORT
გიორგი ბეჟანიშვილმა სტუდენტური კარიერა დაასრულა. მან „ილინოისთან“ ერთად ამერიკის სტუდენტური ლიგის Big Ten-ის კონფერენციის ჩემპიონობა მოიპოვა. ეს არის NCAA-ის ერთ-ერთი წამყვანი კონფერენცია, რომელსაც ეროვნული რეიტინგის 25-ეულში 5 წარმომადგენელი ჰყავს – „მიჩიგანი“, „ილინოისი“, „აიოვა“, „პერდიუ“ და „ოჰაიო“.
ბეჟანიშვილმა „ინსტაგრამზე“ გუნდისადმი გამოსამშვიდობებელი ტექსტი გამოაქვეყნა:
„პირველი დღიდან ჩემპიონობამდე მხოლოდ სიყვარული მახსოვს. მინდა „ილინოისის“ ყველა გულშემატკივარს გულითადი მადლობა გადავუხადო.
ჩემი თავგადასავალი ილინოისში საოცარი იყო. ამიერიდან პროფესიულ კარიერას ვიწყებ, 2021 წლის დრაფტზე დავდგები.
მადლობა ყველას, ვინც ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე გვერდში დამიდგა. ყოველთვის გამეხარდება ჩემი გუნდის წარმატება – მომავალი „ილინოისისაა“.