გიორგი ბარამიძე - უამრავი ფაქტი ყოფილა ჩემი მინისტრობის დროს, როდესაც პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილი“ უსვრიათ, მაგრამ ის ადამიანები არ ყოფილან დაკავებული
უამრავი ფაქტი ყოფილა ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, როდესაც პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილიც“ უსვრიათ, ხელკეტიც დაურტყამთ, მაგრამ ის ადამიანები არ ყოფილან დაკავებული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა და ყოფილმა შს მინისტრმა გიორგი ბარამძემ 20 ივნისის პროცესებზე საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
გიორგი ბარამიძემ მისი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდი გაიხსენა.
„მაგალითად, „გლდანის ეკლესიას“ რომ ეძახიან, როდესაც იქ მოძალადე სექტამ, ეკლესიიდან გაგდებული წინამძღოლის მეთაურობით გლდანის ეპარქია ჩამოაყალიბა. ის ეკლესია არ იყო. ის მოხუცი ქალი რომ მოლოტოვის კოქტეილს ისროდა და ქვას ურტყამდა, არ დაგვიკავებია ჩვენ. მიუხედავად იმისა, რომ იქ მოძალადე სექტა იყო, არავინ დაგვიპატიმრებია“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
როგორც გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, შეხლა-შემოხლა, რის გამოც ახლა ადამიანები არიან დაკავებული, სწორედ ხელისუფლების მხრიდან არის პროვოცირებული.