გიორგი ბარამიძე - თავი და უნარი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა და საქმიანობა რა არის?- დავიხურო ქუდი და გავიქცე, ეს არ არის საქციელი, რომელიც მართებს პარტიის თავმჯდომარეს
გიორგი ბარამიძე - თავი და უნარი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა და საქმიანობა რა არის?- დავიხურო ქუდი და გავიქცე, ეს არ არის საქციელი, რომელიც მართებს პარტიის თავმჯდომარეს

პარტიის თავმჯდომარეს თავი და უნარი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური საქმიანობა რა არის? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლასთან დაკავშირებით საუბრისას „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვაშაძის საქციელი „არ არის ის საქციელი, რომელიც მართებს ასეთ მწვავე ბრძოლაში მყოფი პარტიის თავმჯდომარეს“.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ასობით ათასი ადამიანის პარტია, მხარდამჭერები გვყავს და წევრები გვყავს, უამრავი ადამიანი შეიძლება გამოჩნდეს, ვისაც მე არ მოვწონვარ, ან ვინც მე არ მომწონს, მერე რა? პარტიის თავმჯდომარეა, არ მოგწონს? გაატარე – შენ შენი ავტორიტეტი უნდა გქონდეს პარტიაში, რომ თუ ვინმე ოდიოზური გამოჩნდა და თვლი, რომ ვნებს პარტიას ეს ოდიოზური პიროვნება, ის დარჩეს უმცირესობაში და იმისმა აზრმა არ გაიმარჯვოს. პარტიის თავმჯდომარეს თავი და უნარი თუ არ გაქვს, იბრძოლო იმის წინააღმდეგ, რაც არ მიგაჩნია სწორად, აბა პოლიტიკური ბრძოლა, პოლიტიკური საქმიანობა რა არის? ვიღაც არ მოეწონა პარტიაში, ამის გამო დავიხურო ქუდი და სადღაც გავიქცე, არ არის ის საქციელი, რომელიც მართებს ასეთ მწვავე ბრძოლაში მყოფი პარტიის თავმჯდომარეს. ჩვენ ბრძოლაში ვართ მთელი ეს წლებია, რაც ეს პარტია არსებობს. „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ოპოზიციაში, მერე ხელისუფლებაში და მაშინაც ვიბრძოდით და ახლა მით უმეტეს, ვიბრძვით არამარტო იმ პრობლემებზე რაც საქართველოს მოსახლეობის და ქვეყნის პრობლემაა, პარალელურად ჩვენ გვებრძვის ხელისუფლება. არ მოეწონა? შეიძლება მეც არ მომწონს იგივე ადამიანები და ერთად უნდა გვებრძოლა, რა პრობლემაა? მაგრამ კონკრეტულად ვის გულისხმობს, ეს მან უნდა თქვას“, – განაცხადა ბარამიძემ.