მიხეილ სააკაშვილმა საქართველო ჭაობიდან ამოიყვანა, დასაღუპად განწირული ქვეყანა სწორ გზაზე დააყენა, – განახადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ აქციაზე.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ნამდვილი პატრიოტია, რომელსაც სიკვდილის გარდა ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს.
“ბიძინა ივანიშვილი მშვიდად არ უნდა იყოს, ისევე როგორც პოროშენკო მშვიდად ვერ არის, რადგან თავისუფლების მოყვარე ხალხია როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. მიხეილ სააკაშვილი ღირსეული, უკან დაუხეველი, გმირი და ნამდვილი პატრიოტია, რომელსაც სიკვდილის გარდა ნამდვილად ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს. სააკაშვილი იმ ოლიგარქს ებრძვის, რომელიც თავის არმიას ფულს პარავს. ანალოგიურად ხდება ჩვენს ქვეყანაშიც. ყველამ იცოდეს, მიშას თავის ცხოვრებაში არაფერი უკეთებია, არც ფული და არც ქონება არ დაუგროვებია. არც ვილები, არც ბინები, არც მანქანები, არც იახტები არ დაუგროვები,ა განსხვავებით მისი ოპონენტებისგან. ერთადერთი რაც მიშამ აკეთა, ეს გაჭირვებული, ჩაბნელებული ქვეყანა, რომლის ქუჩებში დიდს და პატარას სიარული ეშინოდა და რომლის ქუჩებშიც კრიმინალი ბატონობდა, კაბინეტებში კორუფცია მძვინვარებდა და რის გარეშე ადამიანი ცნობას ვერ აიღებდა, წუმპიდან და ჭაობიდან ამოიყვანა. ეს ქვეყანა, რომელიც დასაღუპად განწირული იყო, სწორ გზაზე დააყენა. მიშას ზურგს სიმართლე უმაგრებს”, – განაცხადა ბარამიძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მთავრობის კანცელარიასთან უკვე დასრულდა.