გიორგი ბარამიძე - მეტი არაა ჩვენი მტერი, ბატონი ბოკერია და „ევროპული საქართველო“ იყოს „მომავალი“, სააკაშვილი და „ენმ“ „წარსული“
მორჩით ღია კარის მტვრევას და „ენმ“-სთან კონფრონტაციული თემების თითიდან გამოწოვას, ამით რასაც მიაღწევთ მხოლოდ ისაა, რომ ჩვენს ამომრჩეველს გაიუცხოვებთ და ვაკესა და მთაწმინდაზე თქვენს კანდიდატებს ხმას აღარ მისცემენ, – ასე მიმართავს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.
ბარამიძე „ევროპულ საქართველოს“ მოუწოდებს, თავი სასაცილო მდგომარეობაში არ ჩაიგდონ.
„ევროპული საქართველო“ უკაცრავად, დებილების დოღია, თუ ხალხი ჰგონიათ გონებასუსტი? „ენმ“-ს და მის ლიდერ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომ მოგება (გინდაც ერთპიროვნულად) უნდოდეს, ეს ნიშნავს, რომ გინდა თუ არა “ერთპიროვნული მმართველობა“ უნდა? თან ამ „ერთპიროვნულობაზე“ საუბარი ოლიგარქ ივანიშვილის მართლაც „ერთპიროვნულ“ მმართველობასთან შედარების კონტექსტში, სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და ცილისმწამებლური ბრალდებაა. მორჩით ღია კარის მტვრევას და „ენმ“-სთან კონფრონტაციული თემების თითიდან გამოწოვას, ამით რასაც მიაღწევთ მხოლოდ ისაა, რომ ჩვენს ამომრჩეველს გაიუცხოვებთ და ვაკესა და მთაწმინდაზე თქვენს კანდიდატებს ხმას აღარ მისცემენ, ამით იმ ივანიშვილის საქმეს გააკეთებთ, ვისაც ამბობთ ვებრძვითო. ამ დაუფიქრებელი და უპასუხისმგებლო გამოხდომით, „ქოცების“ საქმეს რომ აკეთებთ ვერ ხვდებით? და კიდევ, მეტი არაა ჩვენი მტერი, ბატონი ბოკერია და თქვენ იყოთ „მომავალი“ და სააკაშვილი და „ენმ“ (რომელიც მძიმე დროს მიატოვეთ) „წარსული“. თავს სასაცილო მდგომარეობაში ნუ იგდებთ. მთავარი ოპოზიციური პარტიის და მისი ლიდერის ოპოზიციონერობას მოეშვით და ივანიშვილის რეჟიმის არჩევნებით დამარცხებაზე კონცენტრირდით“, – წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბრუნდება. მოგვიანებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ძალა ერთობაშიამ“ სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად წარადგინეს. ამასთან, სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მზად არის საქართველოს პრემიერ-მინისტრობა ორი წლით ჩაიბაროს. „ევროპულ საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ წარსულია და მოსახლეობას წარსულში დაბრუნება არ სურს.