გიორგი ასანიძე - ძალოსანთა ეროვნული გუნდის ტრიუმფი საქართველოს დამოუკიდებლობის საუკუნოვან იუბილეს ეძღვნება
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრებმა ჩვენი წილი ჯარისკაცობა სპორტში გავიღეთ და 2018 წლის პირველი ტრიუმფალური შედეგი საქართველოს დამოუკიდებლობის საუკუნოვან იუბილეს ეძღვნება, – ეს განცხადება საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ რადიო პირველი არხის სპორტულ ტოკშოუ „ესტაფეტაში“ სტუმრობისას გააკეთა.
გიორგი ასანიძემ იმედი გამოთქვა, რომ ძალოსანთა მიერ აღებული სტარტი კვლავაც გამარჯვებით გაგრძელდება და საქართველო საერთაშორისო სარბიელზე მუდამ გამარჯვებული იქნება.