გიორგი ასანიძე - ლაშა ტალახაძე მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში შეუფასებელი ტალანტის სპორტსმენია [ვიდეო] #1TVSPORT

ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს ჩემპიონობა მეხუთედ მოიპოვა. მისი გამოსვლა ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ შეაფასა:

„მსოფლიოს 2021 წლის ჩემპიონატზე გამოსვლა ჩვენთვის წარმატებული იყო და ეს დაამტკიცა ბოლო დღეს ლაშა ტალახაძის გამოსვლამ. მან დაამტკიცა, რომ მსოფლიო ძალოსნობის ისტორიაში შეუფასებელი ტალანტის სპორტსმენია. კიდევ ერთხელ ვულოცავ მას და პირადად ვეტყვი მადლობას შრომისთვის, რომელსაც ის ძალიან დიდი მოთმინებით სწევს. სანაცვლოდ ლაშა რეკორდებს ამყარებს.

ჩვენი მიზნები გაცილებით მაღალია, იცის გულშემატკივარმა რა ორიენტირი გვაქვს სამომავლოდ და ვეცდებით შევასრულოთ ის მისია, რომელსაც წლების წინ საფუძველი ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა, ჩემმა პირადმა მწვერთნელმა ვანო გრიქუროვმა ჩაუყარა. ეს ციფრი მსოფლიო ძალოსნობის ისტორიის ასტრონომიული წონაა.

შოთა მიშველიძით დაწყებული, ლაშა ტალახაძით დამთავრებული, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ჩემს სპორტსმენს. მადლობა მწვრთნელთა შტაბისა და სამედიცინო ჯგუფის ყველა წევრს. მომავალში კიდევ ბევრი გამარჯვება გველის“.