გიორგი ასანიძე ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ სპორტული ღირსების ვერცხლის ვარსკვლავით დააჯილდოვა #1TVSPORT
გიორგი ასანიძე ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ სპორტული ღირსების ვერცხლის ვარსკვლავით დააჯილდოვა #1TVSPORT

ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე ევროპის ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებმა ძალოსნობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სპორტული ღირსების ვერცხლის ვარსკვლავით დააჯილდოვეს.

დაჯილდოვების საზეიმო ცერემონია ტირანაში გაიმართა, სადაც ეს ჯილდო საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს კახი კახიაშვილს გადაეცა.

გიორგი ასანიძე და საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრები ტირანაში ხვალ გაემგზავრებიან, სადაც 29 მაისიდან ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

კონტინენტის პირველობიდან ტელე-რეპორტაჟებს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.