ტალახაძე წლის საუკეთესო სპორტსმენია, ასანიძე - წლის მწვრთნელი #1TVSPORT
ტალახაძე წლის საუკეთესო სპორტსმენია, ასანიძე - წლის მწვრთნელი #1TVSPORT

ლაშა ტალახაძე საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი კაცია – ასეთია საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგი.

„აქსის თაუერში“ გამართულ დაჯილდოებაზე ცნობილი გახდა, რომ წლის საუკეთესო სპორტსმენების სამეულში მოხვდნენ „ნაპოლისა“ და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია და ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი.

წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო) გახდა, სამეულში ასევე არიან ნინო ბაციაშვილი (ჭადრაკი) და ლუბა გოლოვინა (ბატუტით ხტომა). რაც შეეხება წლის მწვრთნელს – ჯილდო გიორგი ასანიძემ (ძალოსნობის ნაკრების მწვრთენელი) მიიღო, პარასპორტსმენებში კი საუკეთესოდ ირმა ხეცურიანი და აკაკი ჯინჭარაძე დაასახელეს.

საგანგებო ჯილდო სპორტულ ორგანიზაციებთან პარტნიორობისთვის გადაეცა სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის ფონდის პრეზიდენტს, ტარიელ ხეჩიკაშვილს, ხოლო ზურაბ ბოქოლიშვილს – კორპორატიული სპორტის განვითარებისთვის.

ჯილდოები მიიღეს ქართული მედიის წარმომადგენლებმა:

გურამ თიკანაძის პრემია – თამუნა ჯიშკარიანი;

კოტე მახარაძის პრემია – გოგი ფრანგიშვილი;

საუკეთესო სპორტული თოქშოუს წამყვანი – დავით ხვადაგიანი (ტვ ჯორჯიან თაიმსი);

ნოდარ გუგუშვილის პრემია – პაატა ნაცვლიშვილი;

ნუგზარ შატაიძის პრემია – ნათია კობალაძე;

მიხეილ კაკაბაძის პრემია – ზვიად შათირიშვილი.