გიორგი ანდრიაძე - ცინიკურად, ზუსტად საპატრიარქოსა და ანჩისხატის გვერდით გახსნეს „მასკარად კლუბი“
ცინიკურად, ზუსტად საპატრიარქოსა და ანჩისხატის გვერდით გახსნეს „მასკარად კლუბი“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი ანდრიაძემ განაცხადა. ის მოითხოვს, მოცილდეს მსგავსი ტიპის დაწესებულებები ისტორიულ ცენტრს, მით უმეტეს, რელიგიურ დაწესებულებებს.
„თბილისის ცენტრში, საპატრიარქოს გვერდით გახსნილია „მასკარად კლუბი“ და მეორე მხარეს არის კაზინო. ეს არის იმ 60 000 გადამთიელის ჩამოსახლების ნათელი გამოხატულება. ცინიკურად, ზუსტად საპატრიარქოსა და ანჩისხატის გვერდით გახსნეს „მასკარად კლუბი“. არაფერი საერთო არ აქვს ჩემს განცხადებას მუსლიმ ძმებთან. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ყველა ღვთისმოშიში მუსულმანი მე მიჭერს მხარს. უბრალოდ, ეს მაფია, რომელიც ჩამოიყვანეს საქართველოში აწყობს მსგავს მასკარადებს და ჩვენი მიზანია, ეს დავამთავროთ. ეს ხალხი თავის ქვეყნებში ვერ აკეთებენ იმ აზიურ ქვეყნებში, რასაც აქ ბედავენ. ჩვენი მოთხოვნაა, მინიმუმ, მოცილდეს მსგავსი ტიპის დაწესებულებები ჩვენს ისტორიულ ცენტრს, მით უმეტეს, რელიგიურ დაწესებულებებს“, – განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.