გიორგი ამილახვარი - ზელენსკის გადაწყვეტილება უკიდურესად მიუღებელია იმ პირობებში, როცა უკრაინაში ომის დაწყებიდან საქართველოს ელჩს არცერთი დღით არ დაუტოვებია უკრაინა
გიორგი ამილახვარი - ზელენსკის გადაწყვეტილება უკიდურესად მიუღებელია იმ პირობებში, როცა უკრაინაში ომის დაწყებიდან საქართველოს ელჩს არცერთი დღით არ დაუტოვებია უკრაინა

არ შევდივართ პოლემიკაში იმ ხელისუფლებასთან, რომელიც რუსეთთან ომობს, თუმცა გადაწყვეტილება, რომელიც ელჩთან დაკავშირებით მიიღეს, უკიდურესად მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სამწუხარო და არასამართლიანი გადაწყვეტილებაა.

„სიცრუეა, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა რაიმე ფორმით არის გაუარესებული ან რაიმე აკლდება მისი ჯანმრთელობის დაცვას. აღნიშნული ფაქტი თავად სტრასტბურგის სასამართლომაც დაადასტურა. მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური, მაღალხარისხიანი კლინიკის ლუქსპალატაში. ამ ყველაფერს სტრასბურგის გადაწყვეტილებაც როცა უმყარებს ზურგს, ვის შეიძლება, საერთოდ თავში მოუვიდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს აკლებს მედიკამენტურ მკურნალობას ან სხვა ნებისმიერს. ეს არის ძალიან სამწუხარო, არასამართლიანი გადაწყვეტილება იმ პირობებში, როცა უკრაინაში ომის დაწყებიდან სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის წამყვანი ქვეყნის საელჩოები ტოვებდნენ უკრაინას, საქართველოს ელჩს და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებს კი არცერთი დღით არ დაუტოვებიათ უკრაინა. საკითხს საზოგადოება თავად განსჯის“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.