გიორგი ამილახვარი თსუ-ში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
გიორგი ამილახვარი თსუ-ში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

მინისტრს თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ უმასპინძლა და ის სივრცე დაათვალიერებინა, სადაც უნივერსიტეტის ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი უნდა აშენდეს. ახალი შენობა უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და მისი მშენებლობა სრულად ფინანსდება თსუ-ს ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები.

განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის მომზადებისთვის უკვე გამოცხადდა ღია კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. საპროექტო კონცეფციის შემუშავებისას კი გათვალისწინებული იქნება ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტი და მახასიათებლები.