გიორგი ამილახვარი - სკოლების რეაბილიტაციის პროცესში გვაქვს ვალდებულების დაგვიანებით შესრულების შემთხვევები, რაზეც მკაცრ საშუალებებს მივმართავთ, გამკაცრებულია ზედამხედველობაც
გიორგი ამილახვარი - სკოლების რეაბილიტაციის პროცესში გვაქვს ვალდებულების დაგვიანებით შესრულების შემთხვევები, რაზეც მკაცრ საშუალებებს მივმართავთ, გამკაცრებულია ზედამხედველობაც

სკოლების რებილიტაციის პროცესში გვაქვს გარკვეული ვალდებულის დაგვიანებით შესრულების შემთხვევები, რაზეც მკაცრ საშუალებებს მივმართავთ, – ამის შესახებ  განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამკაცრებულია ზედამხედველობაც.

„ზოგადად, დამკვეთის მხრიდან ხდება ხოლმე გარკვეული ვალდებულების დაგვიანებით შესრულება. ასეთი შემთხვევები ნამდვილად გვაქვს და შესაბამისად, კანონის ფარგლებში, ყველაზე მკაცრ საშუალებებს მივმართავთ, რადგან ამით მძიმედ ზიანდება სასწავლო პროცესი. ბუნებრივია, გამკაცრებულია ზედამხედველობაც, რათა რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს ვადაგადაცილებების აღმოფხვრა. ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10-12 სკოლაზე, სადაც გარკვეული ვადაგადაცილებაა. ამიტომ, შესაძლებელია, იმ სკოლებში რამდენიმე კვირით დაგვიანებით დაიწყოს სწავლა. საუბარია ორ-სამ კვირაზე. როგორც მშობლები, ასევე მასწავლებელი, სკოლა არის ინფორმირებული ამის შესახებ.

მზად ვართ, ყველანაირი დახმარება, რესურსი აღმოვუჩინოთ სკოლებს, ბავშვებს, მშობლებს, სადაც ეს უხერხულობა იქნება, მაგრამ ეს არის განვითარებაზე ორიენტირებული პროცესი, სხვანაირად ჩვენ ვერ მოვაგვარებთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, რასაც ჰქვია განათლებაში სასკოლო ინფრასტრუქტურა. სამი-ოთხი წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა საჯარო სკოლაში მოგვარებული იქნება სასკოლო ინფრასტრუქტურის საკითხი და გათანაბრებული საერთაშორისო სტანდარტებთან“, – განაცხადა ამილახვარმა.