გიორგი ამილახვარი - შოუ დამთავრდა, დესტრუქციას ძირი გამოეცალა, „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ ქვეყნის ინტერესზე მაღლა არაფერს აყენებს
გიორგი ამილახვარი - შოუ დამთავრდა, დესტრუქციას ძირი გამოეცალა, „ქართულმა ოცნებამ“ დაადასტურა, რომ ქვეყნის ინტერესზე მაღლა არაფერს აყენებს

შოუ დამთავრდა, დესტრუქციას ძირი გამოეცალა, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის ინტერესზე მაღლა არ აყენებს არაფერს და ხელს აწერს უცვლელად ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, – ამის შესახებ დეპუტატი გიორგი ამილახვარი სოციალურ ქსელში წერს.

„მეტიც: მიუხედავად იმისა რომ საბოლოოდ დადასტურდა 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმაცია და არცერთი ფორმით რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა დანიელსონის დოკუმენტში, ჩვენ მზად ვართ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე დავადასტუროთ ლეგიტიმაცია და 40% ნაკლების მიღების შემთხვევაში განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნების საკითხი!

ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, აირჩევს მარგინალიზაციისა და ანტისახელმწიფოებრივ გზას, თუ დაუბრუნდება ლეგიტიმურ ჩარჩოს“, – წერს ამილახვარი.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ აწერს ხელს ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დოკუმენტი 31 მარტს შესთავაზა.