გიორგი ამილახვარი - საქართველოში წინასაარჩევნოდ არეულობის გამოწვევა, გასაგებია, რასაც უნდა ემსახურებოდეს, დარწმუნებული ვართ, შესაბამისი უწყებები კვალიფიციურ პასუხს დადებენ გამოძიებაზე
საქართველოში წინასაარჩევნოდ არეულობის გამოწვევა, გასაგებია, რასაც უნდა ემსახურებოდეს, დარწმუნებული ვართ, შესაბამისი უწყებები კვალიფიციურ და ობიექტურ პასუხს დადებენ გამოძიებაზე, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამილახვარს კითხვა დაუსვეს ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით.
„ეს შესაბამისი უწყებების პრეროგატივაა. ფაქტი თავად არის ძალიან ამაზრზენი და დასაგმობი, ვინაიდან მაშინ, როდესაც მიმდინარეობს საქართველოში წინასაარჩევნო მზადება, მსგავსი ტიპის მცდელობები და არეულობის გამოწვევა, გასაგებია, რასაც უნდა ემსახურებოდეს. ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ შესაბამისი უწყებები თავიანთ კვალიფიციურ და ობიექტურ პასუხს დადებენ ამ გამოძიებაზე“, – განაცხადა ამილახვარმა.