გიორგი ამილახვარი - საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკომისიის რეზოლუციაში ბევრი კარგი აქცენტია, თუმცა ის შესწორებებები, რომელიც რიგმა ევროპარლამენტარებმა შეიტანეს, არასწორია.
„ამ რეზოლუციაში არის ბევრი კარგი აქცენტი, მათ შორის მხარდამჭერი და აღნიშნულია, რომ საქართველო დგამს ნაბიჯებს ევროინტეგრაციის კუთხით. თუმცა, ის შესწორებები, რომელიც შევიდა იმ ევროპარლამენტარების მხრიდან, ეს არ არის მათი პირველი მსგავსი ქმედება, ეს ჩვენ მანამდეც გვინახავს. ქართულმა საზოგადოებამ შეაფასოს, რამდენად სწორია მოთხოვანა, როდესაც ერთი მხრივ, მოგვიწოდებენ, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი კანონის გევრდის ავლით გავათავისუფლოთ სასჯელისგან. მეორე მხრივ, მოგვიწოდებენ, ივანიშვილს, რომელსაც აქვს უპერეცედენტო ღვაწლი ქართველი ხალხის წინაშე, დავუწესოთ სანქციები. ეს არის ის არასწორი, არაობიექტური დამოკიდებულება საქართველოსადმი. როგორც არ უნდა იყოს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა“, – განაცხადა ამილახვარმა.